ჩვენს შესახებ

რუსო333

1 comment:

  1. მოკლე ისტორია


    ბანკი კონსტანტა საქართველოს კომერციულ ბანკთა რიცხვს 2008 წლის ივლისში შეუერთდა. კონსტანტა არის ერთადერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ბანკად გარდაიქმნა. კომპანია 1997 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე და მისი საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებას მცირე და საშუალო მეწარმეთათვის მიკროსაფინანსო მომსახურების გაწევა წარმოადგენს. არსებობის 13 წელზე მეტი ხნის მანძილზე კომპანიამ შეძლო ათასობით ბიზნესისათვის გაემართა ხელი და საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში. მომხმარებელში სანდო და საიმედო პარტნიორის იმიჯმა და სტაბილურმა ფინანსურმა მდგომარეობამ განაპირობა ის, რომ დღის წესრიგში დადგა ორგანიზაციის საქმიანობის გაფართოების საკითხი და საბოლოოდ იგი საბანკო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

    დღეისათვის, ბანკი კონსტანტა საქართველოს მასშტაბით არსებული 30 ფილიალის საშუალებით სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს როგორც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

    აღსანიშნავია, რომ ბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება და არსებული 30 ფილიალიდან 24 სწორედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არის განთავსებული. ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარე, ბანკი კონსტანტა ცდილობს ახლოს მივიდეს მომხარებელთან და ფინანსური მომსახურება გაუწიოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საბანკო სერვისზე.

    ReplyDelete